weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორის მუნიციპალიტეტმა ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა – გაფრინდაშვილი 

10:46 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ერთი თვის წინ ცხინვალის ციხიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქის, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა და ის სიკვდილს ებრძვის. ვაჟა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, რეანიმაციაში მკურნალობის დაფინანსებისთვის თანხების მოძიება გახდა საჭირო. 

„გენადი ბესტაევის შემთხვევა არის კლასიკური შემთხვევა, სახელმწიფოს მიერ მიტოვებული მოქალაქე მესამე კვირაა რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის და სამწუხაროდ, ალბათ, საკმაოდ დიდხანს მოუწევს კიდევ ბრძოლა. იმის მაგვივრად, რომ პრობლემა არ ჰქონოდა… სამწუხაროდ, არავინ ჰყავს პატრონი გენადი ბესტაევს, ამოიწურა ის ლიმიტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი და ჰაერშია დარჩენილი. გორის მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა სამედიცინო მკურნალობაზე, არ დაუფინანსა. დღეს შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში და ალბათ, მოხდება ამის დაფინანსება. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ორი წელი ტყვეობაში იყო, სახელმწიფოსგან მიტოვებული, დღეს მისი პატრონი უნდა ეძებდეს ფულს, რომ როგორმე გადარჩეს“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. 

53 წლის გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მანამდე მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა. ბესტაევი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმაციაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც კრიტიკულად მძიმე.

საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) გაასამართლეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობასთან დაკავშირებით შეიწყალა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში სამი ადამიანი რჩება. მათგან ერთ-ერთი, მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი ჯარისკაცია. მისი უკანონო დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიყვანეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სასტიკად სცემეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]